ENG / RUS       12+

ელჩის დემარში: ამერიკა აფრთხილებს, საქართველო სთავაზობს

„საქართველოში სახელისუფლებო კრიზისი გრძელდება. პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის არსებული უთანხმოება სხვადასხვა საკითხის მიმართ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დამოკიდებულებაშიც აირეკლა", - ნათქვამია ყოველკვირეული გაზეთის „კასპიი" სტატიაში.
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარია მომენტია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების კრიტიკა ექს-პრეზიდენტსა და მის გუნდთან მიმართებით: დაისაჯნონ თუ არ დაისაჯნონ ყოფილი მმართველები? ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მოუწოდებს თბილისს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოთო. ამ დოკუმენტის შემდეგ ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მინიშნება გაგებულ იქნა და ამ საკითხში რაღაც ცვლილებები მოსალოდნელია. მაგრამ დრომ აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ თავისას აგრძელებს. რასაკვირველია, ასეთმა სიტუაციამ ბევრი ჩააფიქრა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც, ანუ ისინიც, რომლებიც საქართველოს მფარველობენ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები.
იმედგაცრუება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ამას წინათ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საჯაროდ უთხრა საყვედური პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომ ხელისუფლება ძალიან დიდი დროს უთმობს ექს-პრეზიდენტის დევნას, სხვა საქმეებიც უნდა აკეთოთ, უპირველესად კი ქვეყნის განვითარებაზე უნდა იზრუნოთო. პრეზიდენტმა შეატყო, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაცრი გამოწვევის წინაშე დგას, თავის პასუხში მიანიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, პრინციპში, შესაძლებელია.
საინტერესო ისაა, რომ რიჩარდ ნორლანდის მკაცრი გაფრთხილება მმართველ კოალიციაში „მეგობრულ რჩევად" აღიქვეს. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მართლაცდა, ძალიან გასაოცარი ახსნაა, არ გეჩვენებათ? „მეგობრული რჩევა", რომელიც მკაცრია... განა ასე „მეგობრულად" უნდა ელაპარაკოს რომელიმე უცხოელი ელჩი სუვერენული ქვეყნის მეთაურს? სასაცილოა პირდაპირ... იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების" ფუქნციონერები რაღაც ჩაკეტილ, საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ...
უფრო რეალური აღმოჩნდა ოპოზიციის კომენტარები, ამ მხრივ თვალსაჩინოა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ნათქვამი, „ასეთი საკითხები ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ყოველთვის დახურულ კარს მიღმა წყდებოდაო", აგრეთვე „ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის კომენტარი, რომლის თანახმად, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას მოახდენსო".
მართლაცდა, ამერიკელი დიპლომატის ამგვარი ღია დემარში ქართულ უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა და ანალოგს ვერ მოუძებნი. სახეზეა ვაშინგტონის დაუფარავი უკმაყოფილობა. შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ კარგი არაფერი მოჰყვება იმას, თუ ეს გართხილება უყურადღებოდ დარჩება. თუმცა...
ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საინტერესო რამ განაცხადა: „ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს საქართველოს ტერიტორიაზე თავისი შეიარაღებული ძალების განლაგებას, ხელისუფლების ნებართვის გარეშეო". ირაკლი ღარიბაშვილმა ასეთი პასუხი გასცა რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას, რომელიც ნატოს სამხედრო წრთვნების ბაზის გახსნას ეხებოდა. მარტალია, ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც ახლახან ილაპარაკა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის „მეგობრულ რჩევას" დროში ზუსტად დაემთხვა. რა არის ეს, ვაჭრობა? ძალიან ჰგავს...
ავტორი: . .