საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ცოტა ხნის წინ სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებაში. ეს მომენტი დიდი ხანია მოსალოდნელი იყო, თუმცა მისი მეგობარი სენატორები, მათ შორის მაკკეინი, ჯინ შაჰინი, მარკო რუბიო და ჯეიმს რიში, ამ დანაშაულებებს ჯერ კიდევ უარყოფენ. როგორც ამერიკელს, რომელმაც თავის თავზე განიცადა სააკაშვილის რეჟიმის ბნელი მხარე, მრცხვენია, რომ ჩვენი სენატორები მის მხარდაჭერას აგრძელებენ, წერს გამოცემა „ჰილში" გამოქვეყნებულ სტატიაში ლუის რობერტსონი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად მუშაობდა.
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით.
იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის გამოძიება დაიწყო, ამ ოთხმა სენატორმა საჯაროდ გააკრიტიკა აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირე, რომლის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელ ჯარისკაცებს მთელს მსოფლიოში გვერდით უდგანან და ეს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოძიების მსვლელობის მხარდამჭერი განცხადებებიც გააკეთა.
შვიდი წელი დასჭირდა იმას, რომ სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარსმდგარიყო. შვიდი წლის განმავლობაში აშშ-ის ლიდერები, მათ შორის სენატორები ორივე პარტიიდან და ტაფტის უნივერსიტეტის რექტორი ჯეიმს სტავრიდსი, მასთან ახლო კავშირებს ამყარებდნენ. თუმცა, როგორც ლას ვეგასში, ციფრი შვიდი იღბლიანი აღმოჩნდება. რა უფლებით ვწერ ამ შვიდ წელზე? მე ის გამოვიარე.
მართალია, ამას წინათ „ნიუ-იორკ თაიმსმა" თავის სტატიაში სააკაშვილი შერცხვენილ ლიდერად გამოიყვანა, რომლისთვისაც ამერიკელ მაღალჩინოსნებს მხარი არასდროს არ უნდა დაეჭირათ, რადგან მას ბრალს ადამიანის უფლებების მრავალჯერად დარღვევაში სდებენ, თუმცა პუბლიკაციაში არაფერია ნათქვამი იმ ბრალდებებზე, რომლებიც მას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დარბევასთან დაკავშირებით წაუყენეს. არადა, მე 2006-2009 წლებში ტელეკომპანია „იმედის" აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი.
2006 წლის ოქტომბერში საქართველოში გავემგზავრე რუპერტ მერდოკის „ნიუს კორპ"-ის დავალებით, რათა „იმედის" აღმასრულებელ დირექტორად მემუშავა. ეს ტელევიზია საქართველოში ყველაზე ყურებადი და პატივსაცემი იყო. ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო მედიას სრულიად აკონტროლებდა, „იმედის" დამოუკიდებლობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევის ფასად ვახერხებდით.
ბევრ თანამშრომელთან ერთად, 2007 წლის 7 ნოემბერს მეც ტელევიზიის შენობაში ვიყავი, როცა იქ სააკაშვილის სპეცრაზმი შევიდა, რომელიც ცოტა ხნის წინ, თბილისის ცენტრში გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციას არბევდა. მათ, სახეზე ნიღბებაფარებულებს, ხელში „აკ-47" ავტომატები ეჭირათ და 8 თვის ფეხმძიმე ქალზე ჰქონდათ დამიზნებული, რომელიც იატაკზე მოკრუნჩხული იწვა თავისი ჯერ დაუბადებელი ბავშვის დასაცავად.
მე დავინახე იატაკზე დაწოლილ ახალგაზრდა თანამშრომელზე დამიზნებული იარაღი, რომელსაც ხელები თავზე ჰქონდა, რათა მისთვის თავში არ ესროლათ. მობილური ტელეფონები წაგვართვეს, ხოლო თანამშრომლების კომპიუტერები დააზიანეს. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო? ვინ შეუკვეთა კერძო ტელევიზიის დარბევა და ვინ გასცა მისი თანამშრომლების მძევლად აყვანის ბრძანება?
ქვეყანაში, სადაც ხუთ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ ერთ ადამიანს - მიხეილ სააკაშვილს - შეეძლო ასეთი ბრძანების გაცემა.
არავისთვის იყო საიდუმლო, თუ ვინ გასცა დარბევის ბრძანება. ორი დღის შემდეგ, მთავრობამ განაცხადა, რომ „იმედის" ხელმძღვანელები რუსი ჯაშუშები იყვნენ, ეს სააკაშვილის დღემდე შემორჩენილი რიტორიკაა, რომელსაც მოწინააღმდეგეებზე იყენებს. როდესაც ეს არავინ დაიჯერა, მიზეზად მთავრობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება დაასახელეს. ესეც ტყუილი იყო. სინამდვილეში მთავრობასთან დაპირისპირება სიმართლის გადმოცემამ გამოიწვია.
ტელეკომპანიამ, რომელიც ეთერიდან 30 დღე იყო გათიშული, დარბევისა და დაზიანებული აპარატურის გამო მილიონ დოლარზე მეტი ზარალი მიიღო, შესაბამისად, დაიკარგა მილიონობით შემოსავალიც. ამის მიუხედავად, შვიდი წლის განმავლობაში ამაზე პასუხი არავის უგებია.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რომელიც ორიენტირებულია კანონის უზენაესობის აღდგენაზე, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პოლიციას ემალება. იმედი მაქვს, რომ ნოემბერი გახდება ის თვე, როდესაც ყველასთვის, ვინც ის საშინელი დღეს გამოიარა, სამართლიანობა აღდგება.
მიხეილ სააკაშვილი ხელისსუფლებაში „ვარდების რევოლუციით" მოვიდა, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ, ვარდის ყვავილობა დასრულდა. სავარაუდოდ, მაკკეინი, შაჰინი, რუბიო და რიში სააკაშვილის ანტიპუტინურმა პოზიციამ დააბრმავა და მათ გამორჩათ, რომ სააკაშვილი იყო ადამიანი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ციხის წამების სისტემის შექმნაზე და თავისუფალი მედიის განადგურებაზეა პასუხისმგებელი.
იმედია, ახლა, როდესაც სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაში წარსდგება, სენატორები გადახედავენ მის მიმართ თავიანთ მხარდაჭერას. ჩვენმა ლიდერებმა უნდა გააგზავნონ შეტყობინება ღია ტექსტით, რომ ჩვენ ვერ მოვითმენთ ასეთ ტირანულ საქციელს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ მოკავშირეებისგან.

ავტორი: . .