ENG / RUS       12+

საქართველო: პოლიტიკური კრიზისის ნიშნები?

„ნიუ თაიმსის" -სტატიაში გაანალიზებულია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, კერძოდ, ხელისუფლების ორგანოების ურთიერთდამოკიდებულება, ქვეყნის ლიდერების ერთმანეთთან დაპირისპირება და მოცემულია პროგნოზი სიტუაციის სემდგომი განვითარების თაობაზე.
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ ამონარიდს:
„მეზობელ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ნიშნები იკვეთება და როცა საკითხი ეხება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის უთანხმოებას, სიტუაცია უფრო სახიფათო ელფერს ღებულობს, მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს მეთაური (პრეზიდენტი) ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაშია დადანაშაულებული.
ამ შემთხვევაში შეიძლება ორი სცენარი განვიხილოთ:
პირველი - ბიძინა ივანიშვილის გუნდი თანდათანობით ავტორიტარიზმისაკენ მიექანება, ამ გუნდში სხვაგვარადაზროვნება უკვე მიუღებელი ხდება;
მეორე - ხელისუფლებას დაპირებული რეფორმების განხორციელება უჭირს და დამნაშავეს ეძებს;
ორივე შემთხვევაში ხელისუფლებისათვის რთული სიტუაცია იქმნება. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მოსახლეობა უკვე ამჩნევს მექრთამეობისა და კორუფციის ახალ ტალღას. ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლები მოქალაქეებისაგან უკვე ფულს ითხოვენ. ამ ტენდენციას ქართველები ნეგატიურად აფასებენ.
ამასთან, გასათვალისწინებელია გლობალური გეოპოლიტიკური პროცესებიც. საიდუმლო არაა, რომ რეგიონში დიდი სახელმწიფოების ბრძოლა სულ უფრო მწვავე ხასიათს ღებულობს. კავკასიისათვის ბრძოლას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენებმა. საქართველოს წინა ხელისუფლების პროდასავლური ორიენტაცია რუსეთისათვის მიუღებელი იყო, შეერთებულმა შტატებმა კი მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებისაგან ჩამოშორება ნეგატიურად შეაფასა. შემთხვევითი არაა, რომ სააკაშვილი ამჟამად სწორედ აშშ-ში იმყოფება. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ვაშინგტონი თბილისისათვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემას არ აპირებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართულ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკასა და ირაკლი ღარიბაშვილის ნიუ-იორკში წასვლას ერთმანეთთან კავშირი აქვს: აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურდა დღევანდელი პრეზიდენტის ამერიკაში გამგზავრება იმის შიშით, რომ ვაითუ იქ მარგველაშვილი სააკაშვილს შეხვდეს და ინსტრუქციები მიიღოსო. როგორც ჩანს, სწორედ ესაა იმის მიზეზიც, რომ ბოლო ხანებში სახელმწიფოს მეთაური პრეს-კონფერენციებს ატარებს, ჟურნალისტებს ხვდება, ამით საზოგადოებას გარკვეულ მინიშნებებს აძლევს.
ამრიგად, საქართველოს ხელისუფლებაში არსებული წინააღმდეგობა, რომელიც ბოლო ხანებამდე ფარულად მიმდინარეობდა, დღეს უკვე ნათლად მჟღავნდება. არაა გამორიცხული, რომ მომავალში მიღებულ იქნეს უფრო მკვეთრი და გადამწყვეტი ზომები. საფიქრებელია, რომ არის გეგმები უკრაინის შემდეგ საქართველოს სიტუაციაში ჩარევის თაობაზე უთანხმოების გასაფართოებლად. აქედან გამომდინარე, სახეზეა ორი ჭეშმარიტება: პირველი - საქართველომ ვერ დააღწია თავი გაურკვევლობას დამოუკიდებელი სახელმწიფო კურსის გატარებაში, რაც რეგიონში გზას უხსნის მადესტაბილიზებელ პროცესებს; მეორე - შენარჩუნებულია იმის საფრთხე, რომ ქვეყნის სიტუაციაში გარე ძალები ჩაერევიან, თუმცა ვინ და როდის, ამის თქმა ჯერ-ჯერობით რთულია.
ავტორი: . .