დღეს, 2 აპრილს, მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე. წ. უდოს კომისია პატიმართა საქმეების განხილვას მიუბრუნდება.
31 მარტს კომისიამ 100-მდე მსჯავრდებულის საქმე განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ მიუღია.
კომისიაში სულ 350-ზე მეტი პატიმრის საქმეა შესული. იმ მსჯავრდებულთა საქმეები, რომელზედაც კომისია დადებით დასკვნას დადებს, სასამართლოს გადაეგზავნება. მათი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ ინსტანციამ უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ კომისიაში საპარლამენტო უმცირესობის კვოტით დიმიტრი ლორთქიფანიძე რატი მაისურაძემ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ნიკა ჩხარტიშვილი კი ელისო ამირეჯიბმა ჩაანაცვლა.