საქართველოში საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი: პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა თავიდანვე სტაბილურად „გრილი" იყო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უთანხმოება მატულობდა და მწვავე დაპირისპირებაში გადავიდა. საქმე ეხება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხს, - წერს „კასპიი".
„ჯი-ეიჩ-ენი" გამოცემაში გამოქვეყნებულ მასალას შემოკლებით გთავაზობთ:
უკანასკნელ ხანს ურთიერთდაპირისპირებამ დემონტრაციული ხასიათი მიიღო, რაც, რასაკვირველია, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ბიძინა ივანიშვილი, რომლის აზრი დღევანდელ საქართველოში საბოლოო სიტყვად მიიჩნევა, მხარს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უჭერს, მაგალითად, იმ საკითში, ვინ უნდა წასულიყო გაეროს კონფერენციაზე: „მე ვნახე მათი სია, ვინც გაეროს სხდომას ესწრებოდა საპარლამენტო რესპუბლიკებიდან. როგორც წესი, იქ პრემიერები არიან წარმოდგენილნი". ვერაფერს იტყვი, ერთმნიშვნელოვნადაა ნათქვამი...
ის, რომ ბიძინა ივანიშვილი უპირატესობას თავის მიერ დაყენებულ კაცს - ირაკლი ღარიბაშვილს აძლევს, რომელიც მისი საქმის უშუალო გამგრძელებლად ითვლება, აშკარად იგრძნობა. უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი ნიკას ჩიტაძეც ამაში გვეთანხმება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა „ერთიანი ეროვნული მოძრაობის" მიმართ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრის სხვადასხვა თვალსაზრისის გამო. „ექს-პრემიერს უფრო რადიკალური პოზიცია აქვს, რომელიც მას არაერთხელ გამოუხატავს მთავარი ოპოზიციური ძალის - „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. გიორგი მარგველაშვილი კი უფრო ზომიერ პოლიტიკოსად ითვლება, - ამბობს ნიკა ჩიტაძე, - შეიძლება არის მესამე ფაქტორიც - ივანიშვილი მხარს უჭერს უფრო თვალსაჩინო ფიგურას - ირაკლი ღარიბაშვილს და მას გიორგი მარგველაშვილს უპირისპირებს.".
თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მარჯვედ და მოხერხებულად მანევრირებს, შეძლო თავის მხარეზე საკმაოდ ბევრი ადამიანი გადაეყვანა და მხარდამჭერთა გუნდი ჩამოეყალიბებინა. გიორგი მარგველაშვილი მოქნილი პოლიტიკოსია: თუ საზოგადოებრივი აზრი რომელიმე კანონის წინააღმდეგია, მაშინ პრეზიდენტი საზოგადოებასთან ერთადაა და [კანონს ვეტოს ადებს], მაგრამ როგორც კი პარლამენტი ვეტოს დასაძლევად აუცილებელ ქვორუმს აგროვებს, იგი შესაშური მოხერხებულობით იცვლის თავის ადრინდელ პოზიციას.
თუმცა დღევანდელ საქართველოს მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირება არ აღელვებს. ქვეყანაში საკმაოდ ბევრი პრობლემაა დაგროვილი, რომლებიც დაუყონებლივ გადაჭრას მოითხოვენ. ამასვე მოუწოდებენ საქართველოს მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რამდენიმე დღის წინათ განიხილა მოხსენება საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ და ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების სამართლებრივ დევნაზე. მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეეცადნენ ასამბლეის დეპუტატების დარწმუნებას, რომ სასამართლო განხილვები პოლიტიკასთან არავითარ კავშირში არ არისო, მაგრამ მათ, თავის მხრივ, ქართველებს უკრაინის აწ დამხობილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ჩადენილი საქმეები გაახსენეს, რომელიც ასევე „აქტიურად გზავნიდა ციხეში პოლიტიკურ ოპონენტებს".
მოხსენებაში დაფიქსირებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოპონენტებზე სერიოზული ზეწოლის განხორციელება დაიწყო... ყოველივე ეს, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა სამართლებრივი დევნის ფაქტები, პერსონალური გვარ-სახელების მითითებით, რეზოლუციაში აისახა.
რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს: ექსპრეზიდენტს ძალიან რთული პერიოდი უდგას. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსგუმაციის თაობაზე, რომლის დაღუპვაში თავიდანვე ეჭვები მიხეილ სააკაშვილზე ჰქონდათ... სხვათა შორის, საქართველოში ახსოვთ, რომ პრემიერ-მინისტრის სიკვდილს კიდევ რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, რომელიც ძალიან ჰგავდა „კვალის დაფარვას" - დაიღუპა პრემიერ-მინისტრის აპარატის თანამშრომელი, ნდობით აღჭურვილი პირი, შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელიც თანაკლასელმა მოკლა და შემდეგ თვითონაც თავი მოიკლა...
თუ ეს მრავალუცნობიანი და საკმაოდ მღვრიე ისტორია გაიხსნება, ვიღაც-ვიღაცეებს საქმე ცუდად წაუვათ. და თუ ექს-პრტეზიდენტის მონაწილეობა დადასტურდება, მაშინ მიხეილ სააკაშვილზე ნამდვილი ნადირობა დაიწყება".

ავტორი: . .