სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ საარჩევნო სიების მონიტორინგში ჩართული პოლიტიკური პარტიების მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა.
ჟურნალისტებს ანგარიში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ წარუდგინა.
დღეისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსულია 5 პოლიტიკური სუბიექტის წერილები საარჩევნო სიებში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აღნიშნული პოლიტიკური პარტიებია: `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~, `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~, `პარტია თავისუფლება~, `ჩვენ თითონ~ და `მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ აღნიშნულ წერილებთან დაკავშირებით, განახორციელა მთელი რიგი ცვლილებები: სააგენტოს თამანშრომლებმა შეამოწმეს 873 ბინა.
1. მესაკუთრემ უარი განაცხადა მათ საცხოვრებელში რეგისტრირებულ პირთა მოხსნაზე 56 შემთხვევაში.
2. მოწოდებულ წერილებში იყო რამდენიმე ათეული გარდაცლილის მონაცემი, რომელთა გარდაცვალება ბაზაში უკვე დარეგისტრირდა, ხოლო ამავე წერილებში გარდაცვლილად დასახელებული ადამიანებიდან 3 პიროვნება ცოცხალი აღმოჩნდა.
3. სიაში მითითებული პირებიდან, რომლებიც ე.წ. მიწერილების კატეგორიაში იყვნენ დასახელებული, 14 პირი აღმოჩნდა ბინის მესაკუთრე.
4. 90 პირი უკვე მოხსნილი იყო რეგისტრაციიდან.
5. მესაკუთრეთა განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოიხნება 210 პირი.
6. გაფრთხილებული იქნა 80 მესაკუთრე (სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლის ადგილზე მისვლის დროს ისინი არ იმყოფებოდნენ სახლში და ინფორმაცია მესაკუთრეების ოჯახის წევრებს მიეწოდათ).
7. ბინის მესაკუთრის მოძიება ვერ მოხერხდა 72 შემთხვევაში. (ისინი არ იმყოფებიან საქართველოში).
8. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შესწორდა 98 პირის მონაცემი.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, რეესტრში ასევე განიხილება `რესპუბლიკური პარტიის~ წერილი, რომელსაც დართული აქვს მოქალაქეების განცხადება, მათ საკუთრებაში არსებულ ფართებში თითქოსდა უკანონოდ რეგისტრირებულ მოქალაქეთა შესახებ. რეესტრის თანამშრომლები ამოწმებენ აღნიშნულ მონაცემებს, თუმცა ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც განცხადებებში დასახელებულ მისამართებზე მცხოვრები მოქალალაქეები უარყოფენ მათ ბინაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე რეგისტრირებულ პირთა არსებობას.
მისი თქმით, ფაქტობრივად დასრულებულია პოლიტიკური პარტიების მიერ მოწოდებულ წერილებზე მუშაობა, სამოქალაქო რეესტრი უკვე ცესკოს გადაუგზავნის შესაბამის წერილებს, რომელიც თავის მხრივ პასუხს აცნობებს პარტიებს. თუ 15 აპრილამდე სააგენტო კიდევ მიიღებს განცხადებებს, მათზეც მოხდება რეაგირება.
`მონაცემთა ბაზა არის სრულყოფილი. ცდომილება არ აღემატება 1%, ბაზაში არ არის ე.წ. მკვდარი სულები, დუბლირებული მონაცემები, რაც შეეხება ე.წ. მიწერილების საკითს, თუ მოქალაქე იცვლის საცხოვრებელ მისამართს, მან ამის შესახებ 6 თვის ვადაში თავად უნდა აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის სამსახურს, რადგან მსოფლიოში ვერც ერთი სამსახური ვერ გააკონტროლებს მოქალაქეთა გადაადგილებებს,~-განაცხადა ვაშაძემ.