„ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზა დაღესტანს საქართველოსთან დააკავშირებს, კავკასიის მთავარი ქედის უღელტეხილის გავლით. ეს პროექტი დიდი ხანია განიხილება, მასზე ძალიან დიდი ფულია დახარჯული. არიან კრიტიკოსებიც, მაგრამ თვითონ ისინიც კი აღიარებენ, რომ ამ გზის რეალიზებას დიდი მნიშვნელობა აქვს", - ნათქვამია „კავკაზსკაია პოლიტიკაში" გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იულია რაზბეჟკინა).
პუბლიკაციაში გადმოცემულია პროექტის ისტორია მე-19 საუკუნიდან დღემდე. საინტერესოა, რომ 1990-იან წლებში გზის მშენებლობა კერძო მეწარმემ - ინჟინერმა მაჰომედ კებედოვმა ითავა: მან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ კოოპერატივ „მშენებლის" მეშვეობით, საკუთარი ფინანსური დანაზოგით და ბანკში აღებული კრედიტით 55-კილომეტრიანი მშენებლობა დაიწყო და დაასრულა კიდეც, - აღნიშნავს ავტორი.
გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მთიან დაღესტანსა და კახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდა. სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო ნაკადის გასაკონტროლებლად საჭირო გახდა საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნა, რის განხორციელებაც დაიწყო - 1997 წლის 22 თებერვალს რუსეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ჩერნომირდინმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. ამ მიზნით დაღესტნის მთავრობამ 500 მილიონი რუბლი გამოყო, მაგრამ... გზაზე მომხდარი ერთ-ერთი ავტოავარიის შემდეგ ამ სატრანსპორტო ავტომაგისტრალმა, რუსი მესაზღვრეების გადაწყვეტილებით, თავისი ფუქნციონირება შეწყვიტა. მოუვლელობით გზის დიდი ნაწილი ისევ უვარგისი გახდა, გამოყოფილი ფული კი სად გაქრა, არავინ იცის, ბიზნესმენმა მაჰომედ კებედოვმა კი, რომელმაც ამდენი იშრომა და იწვალა, ვალების გასტუმრება მხოლოდ წლების შემდეგ მოახერხა.
ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის იდეა ბოლო ხანებში კვლავ გამოცოცხლდა, პროექტით დაინტერესდა დაღესტნის მეთაური რამაზან აბდულატიპოვი, უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო ინფრასტრუქტურის შექმნა... გზის სიგრძე 80 კილომეტრი იქნება, აშენდება ხუთი გვირაბი და 25 ხიდი. ავტომაგისტრალი ერთმანეთთან დააკავშირებს კასპიისა და შავი ზღვების აუზს. აღსანიშნავია, რომ დაღესტანში შამილის რაიონამდე გზა უკვე მოასფალტებულია, ბეჟთიდან საქართველოს საზღვრამდე კი რემონტია საჭირო. თუ ეს გზა აშენდება და მისი ექსპლოატაცია დაიწყება, ის ამჟამად მოქმედ საქართველოს სამხედრო გზას მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს.
თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველა პროექტს თავისი მოწინააღმდეგე ჰყავს, ასეა ამ შემთხვევაშიც: პოლიტოლოგი მაჰმუდ საგირხანოვი მიიჩნევს, რომ ავარეთ-კახეთის გზა მორიგი „დოლგოსტროის" („ხანგრძლივი მშენებლობის") გამოხატულებაა და მასში საბიუჯეტო თანხების „ჩარეხცვა" მოხდება. ექსპერტის თქმით, დღევანდელი არასტაბილური სიტუაციის გათვალისწინებით, გზის მშნებლობა შეიძლება ათეულ წელზე მეტი ხანი გაგრძელდეს. „უმჯობესია, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განახორციელოს, თავის დროზე ხომ იგი ლობირებდა საქართველოს საზღვარზე საბაჟო ტერმინალის გახსნას".
მაჰმუდ საგირხანოვს ეთანხმება საგზაო მშენებლობის ვეტერანი რამაზან ველიხანოვიც: „ჩვენთან, დაღესტანში ყველაფერი გაჭიანურებით კეთდება, ყველას თავი ხელმძღვანელად წარმოუდგენია... ჩეჩნეთს კი ერთი უფროსი ჰყავს: იტყვის და გააკეთებს კიდეც".

ავტორი: . .