პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები იოსებ ჭერელაშვილი და კარლო ოდიშარიანაშვილი.
წინასწარი ინფრმაციით, დაჯგუფებაში 5 წევრი შედიოდა. ამჟამად დანარჩენი წევრების ძებნა მიმდინარეობს. დაკავებულებმა დაკითხვის დროს თანამზრახველთა ვინაობა უკვე დაასახელეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი გვარები არ ხმაურდება.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი ბაქოში ბინებს ძარცვავდა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.