სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 49 წლის ევგენი კალანდაძემ მეგობარი დავით დეიანი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს და ყვება, რომ მეგობარს დანა მუცელში სამჯერ დაარტყა.
კალანდაძის აყვანა სენაკში, შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ მოხდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ კალანდაძე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. ნასამართლევი იყო მოკლული დეიანიც. ეჭვმიტანილი და მოკლული ქურდობისთვის ერთ საკანში იხდიდნენ სასჯელს.