აზერბაიჯანული გამოცემა „კასპიის" სტატიაში საუბარია დასავლური მასმედიის მიერ გახმაურებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, თითქოსდა საქართველოს შეერთებული შტატებისთვის თავის ტერიტორიაზე სირიელი ამბოხებულების საწრთვნელი ცენტრის ჩამოყალიბება შეუთავაზებია.
„ქართული საზოგადოება ბოლო ხანებში ორმა ახალმა ამბავმა ააღელვა: პირველი ისაა, რომ თითქოსდა თბილისს ვაშინგტონისათვის თავის ტერიტორიაზე სირიელი ოპოზიციური მებრძოლებისათვის მოსამზადებელი ბაზის შექმნა შეუთავაზებია, მეორეს თანახმად კი, თითქოსდა რუსეთი უახლოეს ხანში საქართველოსთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორ-ციელებას აპირებს (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრი-გორი კარასინის განცხადების მიხედ-ვით), - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში მოცემულია ქართვე-ლი ექსპერტების თვალსაზრისი ამ საკითხებთან დაკავშირებით:
პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძის თქმით, რუსულ-ქართული ერთობლივი პროექტების განხორციე-ლებაზე ლაპარაკი, უბრალოდ, ბლე-ფია, რადგან არავითარი ერთობლივი პროექტები არ არსებობს. „გრიგორი კარასინის მესიჯი პოლიტიკური კონიუნქტურითაა ნაკარნახევი: ამით მოსკოვი აჩვენებს დასავლეთს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან, დიპლომატიური ურთიერთობის არა-რსებობის პირობებშიც კი, გიგანტური პროექტები, რაღაც ტრანსკავკასიური მაგისტრალების მშენებლობა განახორციელოს, თქვათ, დაღესტნის საზღვრის მონაკვეთზე. ცხადია, რომ თუ ორი ქვეყნის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება, ისე ვერავითარი პროექტები ვერ განხორციელდება. ბავშვისთვისაც კი გასაგებია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოუგვარებლად არავითარ რუსულ-ქართულ მასშტაბურ თანამშრომლობაზე შეთანხმება არ მოხდება. რასაკვირველია, საქართველოს ტრანზიტული გზები სჭირდება, რუსეთთან დამაკავშირებლი ერთადერთი სატრანსპორტო კომუნიკაცია დარიალის ხეობაზე გადის, რომელიც არასტა-ბილურად მოქმედებს, რაც შეეხება სოხუმის (თბილისი-სამტრედია-სოხუმი-ფსოუ) და ცხინვალის (თბილისი-ცხინვალი-როკის გვირაბი) მიმართულებებს, ისინი კონფლიქტების გამო უფუნქციოდ არიან დარჩენილნი. აქედან გამომდინარე, საქართველოში კომუნიკაციური პროექტების განხორციელება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეა დამოკი-დებული. აშკარაა, რომ მოსკოვმა, უკრაინის კრიზისის ფონზე, რომელიც რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაციაშიც გამოიხატა, ჩათვალა, რომ საჭიროა კავკასიის მიმართულებით გააქტიურება, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებით. რა და როგორ განხორციელდება, სათქმელად ძნელია, თუმცა რუსეთის წიანადადება, ალბათ, იგივე იქნება: „საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფასურად. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პროტესტებზე რეაგირებას რუსეთი თავის თავზე აიღებს".
რაც შეეხება საქართველოში სირიელ ამბოხებულთა საწრთვნელი ბაზის შექმნას, ვფიქრობ, რომ თბილისი მხოლოდ ჰუმანიტარულ ასპექტებში მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო სახის თანამშრომლობა დიდი რისკებთანაა დაკავშირებული და შეიძლება ტერორისტული აქტების ტალღა გამოიწვიოს", - ამბობს ჯუმბერ კირვალიძე.
პოლიტოლოგი თენგიზ აბლოთია ეჭვის თვალით უყურებს გრიგორი კარასინის მიერ გაჟღერებულ განცხადებას და ამბობს, რომ „ჩერქეზეთიდან და დაღესტნიდან საქართველოსაკენ გზების მშენებლობაში, ცხადია, საშიში არაფერია, მაგრამ ისიც ნათელია, რომ რუსეთს ეს კეთილი სურვილებით არ მოუფიქრებია, რაღაც ტყუილისა და ბლეფის სუნი ასდის. ვინ გაიყვანს გზებს რთული რელიეფის პირობებში და ვინ დააფინანსებს ამ პროექტებს? ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.
რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია. ამერიკა „ერაყ-ლევანტის ისლამისტთა სახელმწიფოს" პოზიციებს ჯერ მხოლოდ ბომბავს და იქნება თუ არა სახმელეთო ოპერაციები, არავინ იცის. ჩემი აზრით, საქართველო მხოლოდ სიმბოლურად მიიღებს მონაწილეობას, ამაზე უკვე ითქვა. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც საწრთვნელი ცენტრის გახსნა-არგახსნას შეეხება: მინდა ავღნიშნო, რომ პირველი - ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, იყო თუ არა ამაზე კონკრეტული მოლაპარაკება და თუ იყო, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს. მე პირადად „ფორინ პოლისს" უფრო ვუჯერებ, ვიდრე ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ ახლა, ამჟამად, ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია; მეორე - როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ვაშინგტონი ცდილობს მოამზადოს პროდასავლური და ლოიალურად განწყობილი მებრძოლები არა იმდენად „ერაყ-ლევანტის ისლ;ამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ უფრო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. ნატოს უელსის სამიტზე საწრთვნელი ცენტრების მშენებლობის გადაწყვეტილება რომ მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ იქ სირიელი ამბოხებულების მომზადებაც შეიძლება. რატომაც არა? რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სპეციალურად სირიელების მოსამზადებელი ობიექტი... გვექნება ნატოს ცენტრი და თუ იქ ხანდახან ვიღაც სირიელები შემოირბენენ, ამით არაფერი დაშავდება, ეს შესაძლებელია", - ამბობს თენგიზ აბლოთია.

ავტორი: . .