ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, რაც, 2009 წლის ბოლოს ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, 4%-ით ნაკლებია.
2010 წლის მარტის მონაცემებით, გამოკითხულთა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას 50% მხარს უჭერს, ნაწილობრივ უჭერს მხარს - 22%, ნაწილობრივ წინააღმდეგია - 6%, კატეგორიულად ეწინააღმდეგება - 9 %.
IღI -ს მიერ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის შედეგად, ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 54 % უჭერდა მხარს, ნაწილობრივ მხარს უჭერდა - 21%, ნაწილობრივ წინააღმდეგი იყო 6 %, კატეგორიულად წინააღმდეგი კი 6%.
თუმცა, 2009 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის თანახმად, ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 45% უჭერდა მხარს, 23 % - ნაწილობრივ, 9% ნაწილობრივ ეწინააღმდეგებოდა, 12% კი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო.
2008 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ნატოში გაწევრიანებას მხარს 70 % უჭერდა, კატეგორიულად წინააღმდეგი კი მხოლოდ 4% იყო.
შეგახსენებთ, რომ კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IRI-სა და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა. სულ გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული საქართველოს 1 800 მოქალაქე; აქედან - 1000 საქართველოს რეგიონებში, ხოლო 800 - დედაქალაქში.