23 მარტს თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა 53 წლის ეთერ თათულაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის გოგიტა მარტიაშვილი დააკავეს.
მარტიაშვილი, რომელიც მკვლელობის შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მკვლელობის დეტალებს ყვება.
ეჭვმიტანილის განცხადებით, თათულაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავში ბრალგვი საგნის ჩარტყმით მას შემდეგ მოკლა, რაც მან მარტიაშვილს მის ბინაში ცხოვრების ქირის გადახდა მოსთხოვა.
დანაშუალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 23 მარტს, აბასთუმნის ქუჩაზე მოხდა.