დღეს, 19:00 საათზე, მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე. წ. უდოს კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისიის წევრები 234 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ კომისიაში საპარლამენტო უმცირესობის კვოტით დიმიტრი ლორთქიფანიძე რატი მაისურაძემ, ხოლო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ნიკა ჩხარტიშვილი კი ელისო ამირეჯიბმა ჩაანაცვლა.