კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, სერგო ლაბარტყავამ, თამაზ ჯამაგიძემ, ზურაბ აგლაძემ და ირაკლი სალუქვაძემ მეწარმეს თაღლითურად 370 000 ლარი გამოსძალეს, რის სანაცვლოდაც მას ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხების შემცირებას ჰპირდებოდნენ.
დანაშაული თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.