„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ნატო? ეს საქართველოსთვის პრინციპულად სხვა ისტორიაა. ნატო უპირველესად თავდაცვას ნიშნავს. რუსეთისაგან. რასაკვირველია, რიტორიკის დონეზე ქართველი „მტრედები" რუსეთთან ნორმალური დიალოგის შენარჩუნებაზე საუბრობენ, ურთიერთობის განვითარებაზე, თანასწორუფლებიან თანამშრომლობაზე... „ქართველი „ქორები" კი პირიქით, ჩრდილოეთიდან დამუქრებულ საფრთხეზე ლაპარაკობენ და ამით ქულებს იგროვებენ. საერთოდ, მშვიდობიანი რუსეთი ქართველი პოლიტიკოსებისათვის უკიდურესად მოსახერხებელ მეზობლად ითვლება, რომლითაც საჭირო შემთხვევაში პატარა ბავშვების დაშინებაც შეიძლება.
რეალობაში ყველა მცირე ერი, რომელიც დიდი იმპერიების საზღვრებთან მდებარეობს და წარსულში მის კოლონიად ითვლებოდა, ქვეშეცნეულად გრძნობს იმის საფრთხეს, რომ ვაითუ ყოფილმა მეტროპოლიამ კოლონიების შეგროვება გადაწყვიტოსო. ქართულ საზოგადოებაში რუსეთის ნეგატიური აღქმა მაინც და მაინც მაღალი არ არის: უფროს თაობას კარგად ახსოვს მოსკოვური შთაბეჭდილებები და საკმაოდ ძლიერ ნოსტალგიას ამჟღვანებს, ახალგაზრდებს კი გული უფრო ევროპისაკენ მიუწევთ, თუმცა მათ შორისაც არიან საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და რუსული კულტურის დამფასებლები. რასაკვირველია, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გორს (სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე რეგიონის მთვარ ქალაქს) რუსული ტანკების კვალი დღესაც ატყვია და ქართველები აცნობიერებენ - ის ტანკები ისევ ახლოს დგანან და „საჭიროების შემთხვევაში" ისევ ქალაქში შეგრიალდებიან. ნატოსკენ სწრაფვა - ეს ქართული ელიტის რაციონალური შიშების შედეგია საკუთარი უსაფრთხოების თვალსაზრისით.
2002 წლიდან დაწყებული, საქართველო ნატოსთან ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობდა: ღებულობდა ეკიპირებას, შეიარაღებას, აწყობდა წვრთნებს ალიანსთან ერთად. საქართველოს თანდათანობით გადასვლას აშშ-ის პროტექტორატის ქვეშ ქართული მხარე თავისი არმიის სასარგებლოდ იყენებდა: „შესწავლისა დე აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ამზადებდნენ ქართულ სამთო-მსროლელ, ქვეითთა ბატალიონებისა და ჯავშანსატანკო ასეულებს - ნატოს წევრების არმიების სტანდარტების შესაბამისად. ამერიკელების მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების მორიგი ეტაპი იყო 2005-2007 წლების პროგრამა სახელწოდებით „სტაბილურობის ოპერაციების უზრუნველყოფა"... ზემოხსენებული პროგრამების წყალობით ქართულ არმიაში უარყოფილი იქნა საბჭოთა მემკვიდრეობა - თვით „არარუსული" და „არასაბჭოთა" ამერიკული „ციფრული"სამხედრო ფორმის შემოღების ჩათვლით. როგორც ამერიკელი მკვლევარი ჯორჯ ჰეინე წერს, 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საქართველო-რუსეთის ომის დროს ამ ქვეყანაში 130 ამერიკელი სამხედრო და სამოქმალაქო მრჩეველი იმყოფებოდა...
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო დახმარების პროგრამით საქართველოს დაახლოებით 30 მილიონი დოლარის დაუბრუნებელი კრედიტი გამოუყო, ხოლო ნატოში გაწევრიანების მოსამზადებლად - დამატებით კიდევ 10 მილიონი. და ბოლოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში თავიანთი წვლილი შეიტანა 13 სახელმწიფომ: აშშ, საფრანგეთი, ისრაელი, ბულგარეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, თურქეთი, სერბია, ბოსნია და ჰერცეგოვინა საქართველოს აწოდებდნენ ნაღმტყორცნებს, საზენიტო დანადგარებს, ცეცხლმსროლელ იარაღს და ტყვია-წამალს, ვერტმფრენებს, ტანკებს, სამხედრო ხომალდებს (სარაკეტო და სასაზღვრო კატერებს), კავშირგაბმულობის სისტემებს, ჯავშანმანქანებს და ასე შემდეგ.
ერთი მხრივ, ასეთმა ძლიერმა და აქტიურმა დახმარებამ ქართული არმიაზე დადებითი გავლენა მოახდინა, სამხედრო ქვედანაყოფებმა ახალი ტექნოლოგიები და იარაღი მიიღეს; მეორე მხრივ კი, უარყოფითი მომენტიც გამოიკვეთა: ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა მსოფლიოს ცხელ წერტილებში „მშვიდობის დასაცავად", რომლებიც სულაც არ შედიოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. ანუ აშშ-ისა და ნატოს მიერ სპონსირებულმა პროგრამებმა საქართველოს სამოკავშირეო ვალდებულება გამოიწვია კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში, სადაც, ბოლო მონაცემებით, ათეულობით ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. გარდა ამისა, დასავლურმა სამხედრო დახმარებამ უარყოფითი როლი შეასრულა ფსიქოლოგიური ასპექტშიც: ქართველმა „ქორებმა", უპირველესად კი ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიჯერა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარება ძალითაც შეიძლება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, თუ რატომ დაიწყო საქართველომ ომი სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში.
საქმე იმაშია, რომ ნატო თავის წევრებად არ ღებულობს იმ სახელმწიფოებს, რომლებთაც ტერიტორიული დავები გააჩნიათ: „ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის" პრინციპის ფონზე ალიანსს ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდება ისეთი არაკონსოლიდირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის გამო, როგორიც საქართველოა.
კერძო საუბრებში ქართველები, რომლებიც ნატოში შესვლის იმედი აქვთ, კითხვაზე „როგორ მიგიღებენ", ასე პასუხობენ: „ისე, როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მიიღეს თავის დროზე". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოში ჯერ ამჟამინდელი საქართველო გაწევრიანდება თავისი ფაქტობრივი საზღვრებით, ხოლო რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, სოხუმს, ცხინვალს და თბილისს შორის არსებული „პოლიტიკური კედლის" დანგრევის საფუძველზე, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც ნატოში მოისურვებენ მიღებას. ქართველთა სამწუხაროდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასეთ მიდგომას არ იზიარებს, რადგან ბრიუსელში უკიდურესად რაციონალურად აზროვნებენ.
ასეთ პირობებში ნატო ცდილობს საქართველო მაინც არ დაკარგოს, მათ შორის გეოპოლიტიკური მიზეზებიც გამოც. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-აზრუმის გაზსადენის დაცვის აუცილებლობის გარდა, რომლებიც არც რუსეთის და არც ირანის ტერიტორიებზე არ გადიან (რაც მსოფლიო პრაქტიკაში იშვიათი მოვლენაა), საქართველო მოხერხებული პლაცდარმია იმისთვისაც, რომ აქ სამხედრო კონტინგენტი განლაგდეს, რუსეთ-ნატოს 1997 წლის ფუძემდებლური აქტის ჩარჩოებს გარეთ. უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზე რუსეთმა „ნატოს ახალი სიცოცხლე ჩაჰბერა", საქართველოს სტატუსის გაზრდა („ნომერ პირველი პარტიორი" ფაქტიური წევრობის გარეშე) ადასტურებს, რომ ორივესთვის ეს სასარგებლოა.