კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია სერგო ლაბარტყავა, თამაზ ჯამაგიძე, ზურაბ აგლაძე და ირაკლი სალუქვაძე, რომლებმაც მეწარმეს თაღლითურად 370 000 ლარი გამოსძალეს, რის სანაცვლოდაც ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხების შემცირებას ჰპირდებოდნენ.
დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.