„ბი-ბი-სი"-ს რუსულენოვანი სამსახურის თბილისელი კორესპონდენტის ნინა ახმეტელის მიერ მომზადებული სტატია ეხება დიდ ბრიტანეთში, უელსის ქალაქ ნიუპორტში გამართული ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტის შედეგებს და ამ ფონზე მიმოხილულია საქართველოს „ნატოური" წარსული და პერსპექტივა ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
გთავაზობთ ამონარიდს:
„თბილისში თვლიან, რომ პაკეტი, რომელიც საქართველომ უელსში გამართული ნატოს სამიტზე მიიღო, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას განამტკიცებს და საოცნებო მიზანთან - ნატოში გაწევრიანებასთან ააახლოვებს. არადა, კავკასიური რესპუბლიკა კვლავ „მაპ"-ის გარეშე დარჩა - იმ „სამოქმედო გეგმის" გარეშე, რომლის მიღწევასაც თბილისი ბოლო წლების განმავლობაში ცდილობდა. ბევრი არ მალავს თავის იმედგაცრუებას და იხსენებენ ექვსი წლის წინანდელ მოვლენას, როცა 2008 წლის აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, ბუქარესტის სამიტზე, [ვაშინგტონი საქართველოსთვის „მაპ"-ის მიცემას შეეცადა], მაგრამ საბოლოოდ თბილისმა უარი მიიღო.
„2008 წელს თბილისისათვის „მაპი" რომ მიეცათ, ეს ნატოს პოლიტიკური ნების განმსაზღვრელი ტესტი იქნებოდა, მაგრამ დღეს არსებულ უსაფრთხოების მუქარებზე „მაპ"-ი უკვე ერთადერთი პასუხი აღარ არის, - ამბობს ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი და ევროინტეგრაციის ექს-მინისტრი, - ნატოს განცხადება, რომ ალიანსი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე იზრუნებს, ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია, ეს არის ნატოს პოლიტიკური ნების გამოვლენაა და იმას ნიშნავს, რომ ბლოკის წევრებს საქართველო ნატოს პოტენციურ წევრად მიაჩნიათ".
ელენე ხოშტარიას თქმით, თუ ადრე დასავლეთს იმის ილუზია ჰქონდა, რომ რუსეთთან დათმობებით მოლაპარაკება შეიძლებოდა, უკრაინის მოვლენების შემდეგ სურათი შეიცვალა: „ბუქარესტის სამიტის პრობლემა ის იყო, რომ ნატოს ზოგიერთ წევრს რუსეთის საწინააღმდეგო და გამაღიზიანებელი ნაბიჯის გადადგმა არ უნდოდა. ამგვარი თავშეკავება მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა თავის სასარგებლოდ კარგად გამოიყენა... დღეს სურათი გაცილებით შეცვლილია: ნატო და ევროკავშირი აცხადებენ, რომ რეგიონის პრობლემა ეს მხოლოდ ცალკეული ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემა კი არაა, არამედ ევროპული უსაფრთხოების პრობლემაცაა და რომ ამ პრობლემათა გადაჭრის ერთადერთი გზა რუსეთზე ზეწოლაში გამოიხატება", - ამბობს ელენე ხოშტარია.
საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში მიმდინარე ნატოს «ISAF»-ის მისიის განხორციელებაში. 2008 წელს [გამართული პლებისციტის შედეგებით], საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას. ეს იდეა დღესაც პოპულარულია: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ამას წინათ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 72% საქართველოს ნატოში გაწევრიანებას იწონებს. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მცდელობების პარალელურად, არაერთხელ განუცხადებია, რომ ევროინტეგრაციულ კურსიდან არ გადაუხვევს. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივმა დევნამ შეიძლება ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, იმ დროს, როცა ნატოს ახალი პაკეტი შეიძლება „მაპ"-ის ალტერნატივად ჩავთვალოთ, მაინც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გატარდება რეფორმები საქართველოში: „ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატო არა მარტო სამხედრო-პოლიტიკურად ალიანსად ითვლება, არამედ ეს ორგანიზაცია დემოკრატიულ თანამეგობრობასაც წარმოადგენს, სესაბამისად, ნატო სერიოზულად აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ამიტომაც ექს-პრეზიდენტის დევნა და ოპოზიციონერების დაპატიმრება საქართველოს ევროინტეგრაციაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ავტორი: . .