საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თანხის თაღლითური გზით გამოძალვის ფაქტზე, ბათუმის სამმართველოს უბნის ინსპექტორი-გამომძიებლი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ბეგლარ აბაშიძე დააკავეს.
სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულმა მოქალაქეს ხის მასალის ავტომანქანით ტრანსპორტირებისას მოსალოდნელი პრობლემების მოგვარების და მფარველობის სანაცვლოდ, თაღლითური გზით გამოსძალა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით.
დაკავებულმა პოლიციელმა აღიარა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსექცია.
მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ქმედება ისჯება 6-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
მასალის გამოყენების პირობები