ფსიქოლოგთა მონაცემების მიხედვით, მკაცრად მორწმუნე ადამიანები ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად ძლიერ აგრესიულები ხდებიან.
ახალი კვლევების საფუძველზე კენტუკის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანები, რომელთაც ძლიერი სულიერი და რელიგიური შეხედულებები აქვთ, თრობის მდგომარეობაში სავარაუდოდ, აგრესიული და სასტიკები ხდებიან.
ამასთან ფსიქოლოგები ამტკიცებენ,რომ რაც უფრო ძლიერია დოგმების ერთგულება, მით უფრო მტრული და აგრესიული ხდება პირი ერთი ჭიქის შემდეგ.
რომელიმე კონკრეტული კონფენსიის მიმდევრობას მნიშვნელობა არა აქვს.
პროფესორი გიანჰოლა, რომელმაც აღმოაჩინა კორელაცია ალკოჰოლსა და რელიგიას შორის აცხადებს: " მარტივად რომ ვთქვათ, ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მეტად რელიგიური ადამიანები უფრო აგრესიულები არიან."
მკვლევარები აკვირდებოდნენ 21დან 35 წლის ასაკის 520 ადამიანს. მონაწილეები დაიყო ჯგუფებად, იმის და მიხედვით თუ როგორი იყო მათი დამოკიდებულება ალკოჰოლურ ან უალკოჰოლო სასმელთან და მათი რელიგიური რწმენის მიხედვით.
მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ იმ რელიგიურ ადამიანებში, რომლებიც არ იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს აგრესიულობა მცირდებოდა. თუმცა, ფსიქოლოგთა გასაოცრად, მათ აღმოაჩინეს, რომ აგრესიულობა ეზრდებოდათ მათ, ვინც მიიღო ალკოჰოლი.
მეცნიერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ალკოჰოლი "ათავისუფლებს მხეცს" ძლიერ მორწმუნე ადამიანებში. თუმცა ამის მიზეზი უცნობია. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგმა აღნიშნა: ეს დასკვნები წინასწარია და მოითხოვს შემდგომ მუშაობას, რათა შევამოწმოთ და ავხსნათ ის.
მასალის გამოყენების პირობები