ამერიკის ქიმიური საზოგადოების კონფერენციაზე იაპონელმა სპეციალისტებმა სამეცნიერო სამყაროს წარმოუდგინეს დამწვრობის სამკურნალო ნანომასალა.
ნანოფურცელი - რძე მჟავას საფუძველზე დამზადებული პოლიმერია,რომელიც იდეალურია სხეულის ნებისმიერი ზედაპირის დასაფარად.
პოლიმერი დაზიანებულ ზედაპირზე წარმოქმნის სუპერსიფრიფანა ფენას, რომელიც ამავდროულად იცავს ჭრილობას პათოგენური ბაქტერიებისგან. ერთჯერადი მოხმარებისას ეფექტი სამი დღე გრძელდება. განმეორებითი დადებისას შეიძლება ვისაუბროთ დაცულობაზე 6 დღის განმავლობაში.
ამჟამად, ამ გამოგონების ავტორები გეგმავენ ჩაატარონ ფართომასშტაბიანი კვლევები ცხოველებზე, ხოლო შემდეგ - კლინიკური კვლევები.
მასალის გამოყენების პირობები