სენტ ლუისის (აშშ) ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ვირუსი ებოლა ორგანიზმში კომპლემენტის სისტემის ბლოკირებით თიშავს ინფიცირებულ იმუნურ რეაქციას.
მეცნიერებმა, რომლებმაც შეძლეს გამოერკვიათ თუ როგორ "განაიარაღებს" სასიკვდილო ვირუსი იმუნიტეტს, გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ საშინელი დაავადების წინააღმდეგ - ახალი სამკურნალო მეთოდების შესაქმნელად.- იტყობინება Informing
"დიდი ხნის მანძილზე ვიცოდით, რომ ვირუს ებოლას შეუძლია დათრგუნოს კონკრეტული ჯგუფის ცილების გამომუშავება, წარმოებული იმუნური სისტემის-ინტერფერონის მიერ - ახლა ჩვენ ვიცით , როგორ აკეთებს ამას ვირუსი", - აცხადებენ მკვლევარები.
კვლევების ერთ-ერთი ავტორის დეიზი ლუინგის თქმით, როგორც წესი, ინტერფერონი აიძულებს ცილა STAT1-ს ჩაინერგოს უჯრედის ბირთვში, სადაც, ის ააქტიურებს გენებს ასობით ცილის გამოსამუშავებლად, რომლებიც მონაწილეობას იღებენ "ანტივირუსულ "რეაქციაში. მაგრამ, როცა სხვა ცილა- VP24- უერთდება ცილა STAT1-ს, ამ უკანასკნელს შესაძლებლობა არა აქვს მოხვდეს ბირთვში.
შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში დაკავშირებულია ებოლას ეპიდემიის ხანგრძლივობასთან, მდგომარეობა დღემდე რთული რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემებით ამ დაავადების ლეტალური შედეგის კოეფიციენტი დაახლოებით 90%-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები