24 აგვისტოს, 1 საათიდან, ქ. ბათუმში გაიმართება „თეგეტა მოტორსისა" და „ბრიჯსთოუნის" უკვე მე-10 საიუბილეო ავტორბოლა Bridgestone Black Sea Cup. ავტორბოლა ჩატარდება ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბათუმის კარიბჭესთან". ფინალური რბოლა დაგეგმილია საღამოს, 20:00 საათზე. ბათუმის სარბოლო ტრასაზე ავტომრბოლელები წელს პირველად გამოვლენ ლეგენდის ტიპის ავტომობილებით. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს დიჯეი რემბო. შეჯიბრს დაესწრებიან მოწვეული სტუმრები ბიზნეს და სახელმწიფო სექტორიდან, ასევე თეგეტა მოტორსის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
ყველაზე პრესტიჟული ავტორბოლა ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით წელს წყვილთა რბოლაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი და მოყვარული ავტომრბოლელები. მონაწილეობის მიღება შეუძლია მსურველს, ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია.
საპრიზო ფონდი შეადგენს 8 000 ლარს. ყველაზე ექსტრემალური და სანახაობრივი რბოლის შემდეგ, 2014 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" გამარჯვებული გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" მფლობელი მხოლოდ ის მრბოლელი გახდება, ვინც 3-ჯერ ზედიზედ მოიგებს მას.
ღონისძიების გენერალური სპონსორია პრემიუმ ხარისხის საავტომობილო ზეთი Motul, რბოლის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია კოპენბური, ოფიციალური პარტნიორები - ტოიოტა ცენტრი თეგეტა და SONAX. მედია პარტნიორები: რუსთავი 2, აჭარის ტელევიზია; ინტერნეტ მხარდამჭერი: myvideo.ge, საინფორმაციო მხარდაჭერა: marketer.ge, ჟურნალები: EGO MEN, ინტერვიუ, TM Autograph; რადიოები: ფორტუნა, ფორტუნა +, ავტორადიო, არ დაიდარდო;
ავტორბოლა იმართება ბატუმის მერიის პატრონაჟით.
პირველი ავტორბოლა შედგა 2004 წელს და, მას შემდგომ, აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ღონისძიებაზე გულშემატკივართა დასწრება უფასოა.