ხვალ, 30 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პროკურატურაში პროკურორთა ტესტირება ჩატარდება.
პროკურატურის თანამშრომელთა ტესტირებას იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს. ტესტირება უტარდებათ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორთა გადამზადების კურსი გაიარეს. ეს კურსი სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის იმპლემენტაციის პირველი ეტაპია. სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედების დროისთვის პროკურატურის ორგანოებში დასაქმებული პროკურორები კარგად ინფორმირებული და მომზადებული უნდა იყვნენ.
სწორედ ამ მიზნით, აღნიშნული კურსის განმავლობაში პროკურორები გაეცნენ სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.