საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც სომხეთში ვიზიტისათვის ემზადება, ერევანში ჩამოსვლისას ახსნა-განმარტების მიცემა მოუწევს იმ შეხვედრის შესახებაც, რომელიც ნახჭევანში გაიმართა - მხედველობაში გვაქვს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამიტი. მათ, ფაქტიურად, რაღაც არაფორმალური ბლოკი ჩამოაყალიბეს - მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ერთმანეთს ყოველ ექვს თვეში შეხვდებიან და ერთობლივ წრთვნებს ჩაატარებენ, - აღნიშნულია სუმხურ გამოცემა „ლრაგირში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
საქართველომ, რასაკვირველია, სომხეთს უნდა განუმარტოს, რა ინიციატივაა ეს და არის თუ არა გარანტიები იმისა, რომ ის არ არის მიმართული სომხეთის წინააღმდეგ. თუმცა, თავის მხრივ საქართველოც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს მიიღოს სომხეთისაგან გარანტიები იმაზე, რომ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა საქართველოს წინააღმდეგ არ იმოქმედებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სომხეთმა ასეთი გარანტიები საქართველოს მისცა, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს გარანტიები სულ უფრო ნაკლებსაიმედო ხდება, სომხეთზე რუსეთის გავლენისა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით.
ფაქტიურად, საქმე გვაქვს საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთუნდობლობის გამოვლინებასთან. საქართველო ბოლომდე არაა დარწმუნებული, რომ თუ რუსეთი სომხეთის ტერიტორიას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციისათვის გამოიყენებს, ერევანი მოსკოვის შეჩერებას ვერ შეძლებს.
მაგრამ საქართველოს მოქმედებაში მხოლოდ საკუთარი შიდა უსაფრთხოების მოტივები და მხოლოდ პანიკის მსგავსი განწყობა არ შეინიშნება. ბოლოს და ბოლოს, ძალიან გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა იმაზე, რომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ალიანსი საქართველოს უსაფრთხოების რაიმე გარანტიას აძლევს. თუ ეს კავშირი შეიქმნება, ის საქართველოსთვის ხაფანგი აღმოჩნდება. რას უზამენ თურქები და აზერბაიჯანელები ხაფანგში მოხვედრილ საქართველოს, ამას თვითონ გადაწყვეტენ - შეიძლება ნაწილი რუსებს მისცენ, ან მთლიანად თავისთვის დაიტოვებენ.
მაგრამ არიას სხვა გარემოებებიც, რომლებიც შემდეგში გამოიხატება: საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან თანამშრომლობაზე ვაშინგტონისა და ბრიუსელის მითითებით დათანხმდა. თბილისზე აშშ-ისა და ნატოს გავლენა ხომ ძალიან დიდია, განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის სფეროში. ასე რომ, არაა გამორიცხული [დასავლეთის განზრახვა] მოაქციოს აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქმედება ერთგვარ ჩარჩოებში, საქართველოს მეშვეობით.
მოკლედ, ბლოკის შექმნა ან საქართველოს თვითმკვლელობას ნიშნავს, ან ბაქოსა და ანკარის გაკონტროლებას.
რასაკვირველია, ამით შეიძლება საქართველოს რეგიონული როლი გაიზარდოს, რაც სომხეთისათვის გამოწვევა იქნება, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ერევნისათვის ყველაზე ნაკლები ბოროტებაა. ჩვენთვის უკეთესია საქართველოს როლის გაზრდა ნატოსა და აშშ-ის ძალისხმევით და ანკარა-ბაქოს გაკონტროლების მიზნით, ვიდრე აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლენის გაძლიერება.

ავტორი: . .