რომ პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია, გარანტირებული იქნება, - განაცხადა ტავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. თუმცა, მისი თქმით, შეიცვალა კონსტიტუცია. კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის კანონები.
"იცით, რომ 2010 წელს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შეიცვალა კონსტიტუცია. კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის კანონები, სხვადასხვა ნორმატიული აქტი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის ფუნქცია, როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარსარდლის იქნება გარანტირებული. ეს არის ყველას სურვილი და ასეც უნდა მოხდეს. უბრალოდ, ჩემი აზრით, მეტი სიცხადე შევა კანონმდებლობაში იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის უფლებამოსილების გადანაწილება", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.