სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი რამაზ სურმანიძე დააკავეს.
როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სურმანიძემ მეწარმეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით 21 ათასი ლარი გამოსძალა.
დანაშაული თავისუფლების 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარს კუდ-ი იძიებს.