ე.წ. უდოს კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძეს განცხადებით სააღდგომოდ შეწყალებული პატიმრების რიცხვი დიდი არ იქნება. ამის შესახებ თევდორაძემ სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
“დღეს განვიხილავთ 238 მსჯავრდებულის საქმეს. მათ შორის 9 არასრულწლოვანია, ხოლო 26 ქალი. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ შეწყალებულების რიცხვი სახარბიელო არ იქნება, თუმცა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, რადგან პატიმრების სიის შერჩევბა კონსენსუსის გზით ხდება”, – აღნიშნა თევდორაძემ.
ამასთან როგორც უდოს კომისის წევრები სხდომის დაწყების წინ აცხადებდნენ, სააღდგომოდ მხოლოდ იმ პატიმრებს შეიწყალებენ, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს.
მასალის გამოყენების პირობები