საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგამოძიებო დეპარტამენტის, სამეგრელო ზემო სვანეთის საგამოძიებო ჯგუფის თანამშრომლებმა დააკავეს. ზუგდიდში მცხოვრები, 30 წლის გელა ფეთელავა
სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულს ბრალად ედება დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული 915,77 მ3 ხე-ტყის პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის შეძენა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) მიზნით ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე უკანონოდ გადატანა.
დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილითა და სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გელა ფეთელავას ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები