ვაჟა-ვშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად "მერსედესის" ტიპის ორი მსუბუქი ავტომანქანა დაიმტვრა. მსხვერპლი არ არის. დაშავდა მხოლოდ ერთი ქალი, რომელიც ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაწერეს.
ერთ-ერთი მძღოლის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა ფეხით მოსიარულე მოქალაქემ გამოიწვია, რომელმაც გზა არასათანადო ადგილზე გადაჭრა.
მომხდარს ვაკე-საბურთალოს პოლიცია იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები