5 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ა.შ.შ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის (USAID) დირექტორს საქართველოში სტივენ ჰეიკინს შეხვდა.
24 ივნისიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არსებობის ისტორიაში პირველად, სამინისტროს ინსტიტუციონალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მუშაობა USAID -ის კონტრაქტორმა ორგანიზაციამ დაიწყო. სტივენ ჰეიკინმა მიხეილ გიორგაძეს სამინისტროში USAID-ის საქმიანობა გააცნო და თანამშორმლობის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.