ხვალ, 29 მარტს, სააღდგომოდ შესაწყალებელ პატიმრებთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომაზე 250-მდე მსჯავრდებულის საკითხი განიხილება, მათ შორის რამდენიმე საკმაოდ მძიმე დანაშაულებისთვისაა გასამართებული.
კომისიაში შესული განაცხადებიდან 9 არასრულწლოვანთა საქმეს ეხება, 25 ქალს, დანარჩენ შემთხვევაში კი მსჯავრდებული მამაკაცია.
შეგახსენებთ, რომ სააღდგომოდ შეწყალების მორიგი აქცია იგეგმება. შეწყალების კომისიის შესაბამის რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლება მოხდება, ხელი პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მოაწეროს.