ENG / RUS       12+

„The Wall Street Journal": სირცხვილი საქართველოს

„დემოკრატიას მთელს მსოფლიოში ავიწროვებენ, ასე რომ კავკასიაში მომხდარი ბოლო რეციდივი ძნელი შესამჩნევი არ არის",_ წერს „The Wall Street Journal"-ი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისათის ბრალდები წარდგენის კომენტიტებისას.
„მოდით, საქართველოს წუთით ყურადღება მივაპყროთ და იმედი ვიქონიოთ, რომ აშშ მის დასაცავად ხმას აიმაღლებს",_ წერს გამოცემა.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო იყო პირველი ბალტიიპირეთის ქვეყნების შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც დემოკრატიის გზას დაადგა. „ვარდების რევოლუციის" მეთაური სააკაშვილი - პრეზიდენტი, აშშ-ს მოკავშირე და ვლადიმერ პუტინის მტერი გახდა. შემდეგ კი როდესაც მისმა პარტიამ წააგო არჩევნები, ნებაყოფლობით დატოვა თანამდებობა",_ წერს სტატიის ავტორი, აკეთებს რა მიხეილ სააკაშვილის დამსახურებების ჩამონათვალს და სინანულით აღნიშნავს, რომ: „მისი მემკვიდრეები ახლა ფლანგავენ მის მემკვიდრეობას".
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს „The Wall Street Journal"-ი „საეჭვოდ" მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს - „პოლიტიკური შურისძიების ნათელ მაგალითს" უწოდებს.
„პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა ყველაფერს რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა პრეზიდენტობის 10 წლის განმავლობაში და ეძებდა რამე ისეთ რაც ოფიციალურად ბრალის წარსადგენად გამოდგებოდა. საუკეთესო რისი მოძებნაც პროკურორმა მოახერხა იყო ის, რომ სააკაშვილმა თანამდებობრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა, გამოიყენა პოლიციის სპეციალური დანაყოფები ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ და 2007 წელს ოპოზიციური ტელეარხი დახურა",_ ნათქვამია სტატიაში.
დასავლეთის რეაქციას სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაზე ამერიკული გაზეთი არასაკმარისად მიიჩნევს.
„გასულ თვეში საქართველომ ასოცირების შეთანხმებას მოწერა ხელი და მის ხალხს ნატოს წევრობა და დასავლურ სამყაროში თავისინ ადგილის დამკვიდრება სურს. დასავლეთს თბილისზე გავლენა აქვს და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ",_ ნათქვამია „The Wall Street Journal"-ში გამოქვეყნებული სტატიის ბოლოს.

 

 

ავტორი: . .