შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს; 24წლის ვალერი მხეიძე და 30 წლის სულხან გოცაძე. აღნიშულმა პირებმა თერჯოლაში მცხოვრები, 69 წლის ლევან ფორჩხიძე, ცეცხლსასროლი იარაღის სახეში ჩარტყმით მოკლეს და 6000 აშშ დოლარი გასტაცეს
დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. ჩხრეკის შედეგად, ვალერი მხეიძის ნათესავის ბინიდან ამოღებულია მათ მიერ გადამალული დანაშაულის იარაღი, "ზიგზაუერის"''ტიპის პისტოლეტი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე და 109-ე მუხლებით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო