სამოქალაქო რეესტრის წალენჯიხის რაიონის თანამშრომელს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებული ნონა კვარაცხელია უკვე დააკავეს. სამართალდამცავების განცხადებით, მან ერთ-ერთი მოქალაქისგან ქორწინების მოწმობის აღდგენის სანაცვლოდ 100 ლარი აიღო.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს