პატიმრები სააღდგომოდ ვადაზე ადრე, ე.წ. უდოთიც გათავისუფლდებიან. შეწყალების კომისია უახლოეს დღეებში შეწყალებულ პატიმართა სიას დასამტიკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნის.
კომისიის ერთ-ერთი წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, კომისიაში 350 პატიმრის განაცხადია შესული. კომისია მათ საქმეებს უკვე ეცნობა და რამდენიმე დღეში შეწყალებული პატიმრების სიასაც დადებს. მისი თქმით, შესაძლოა შეწყალებულთა შორის ქალები და არასრულწლოვნებიც აღმოჩნდნენ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ უდოს კომისა განიხილავს, როგორც მძიმე ისე ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრების საქმეებს.