სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს თბილისში ნარკოტიკებს გაანადგურებენ. 6 კილოგრამი ჰეროინი, 4500 აბი სუბუტექსი, 200 კილოგრამი მარიხუანა და 100 გრამი მეტადონი _ ეს იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალია რომელთაც "სოდის" თანამშრომლები სპეციალურ ადგილზე გადაიტანენ და გაანადგურებენ. ადგილი სადაც ნარკოტიკული ნივთიერებები უნდა განადგურდეს ჯერ ჯერობით უცნობია. თუმცა სავარაუდოდ, ნარკოტიკების განადგურება ქალაქგარეთ მოხდება.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები უკანონო ნარკოტიკული ბრუნვიდანაა ამოღებული. მათზე უკვე გამოტანილია სასამართლო დადგენილება და მათი განადგურება ყოველკვარტალურად ხდება.
მასალის გამოყენების პირობები