საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე გამოვლინდა, რომ სს „გუდაურის“ მიერ სახელმწიფოსგან მიღებული 6 მილიონიანი სესხი არამიზნობრივად იქნა დახარჯული. ზემოაღნიშნული სესხი გამოყოფილი იყო გუდაურის სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის. ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სს „გუდაურის“ მიერ ვალები ხელოვნურად იქნა გაზრდილი. გაწეული სამშენებლო- სამუშაოების საფასური, კი დაქირავებულ მუშებს დღემდე არ მიუღიათ. სახელმწიფოსგან მიღებული სესხის გარდა სს „გუდაურმა“ საკუთარი თანხებიდან მილიონ შვიდასი ათასი სხვადასხვა სახის მომსახურეობებში გაუმართლებლად და არამიზნობრივად დახარჯა. მათ შორის, ხელშეკრულება ბიზნეს კონსულტაციისთვის ერთობლივ საწარმო „გურადურთან“ ორას ოთხმოც ათას ევროზე გაფორმდა, რაც ასევე გაუმართლებელია კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის საფუძველზე.
მასალის გამოყენების პირობები