თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს, 19 წლის მიხეილ თანდაშვილი და 21 წლის უჩა გოგრიჭიანი. ამ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ეჭვმიტანილებმა გუშინ 24 მარტს, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით, გულ-მკერდის არეში დაჭრეს, გოგიტა ხოსიტაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველო.