ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტის", ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესი 6 აპრილამდე გადაიდო. ამის შესახებ "რია ნოვოსტი იუწყება".
შეგახსენებთ, რომ ონიანის სასამართლო პროცესი ხამოვნიკის სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი 6 აპრილამდე გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზად საქმის მასალების უფრო დეტალურად შესწავლისთვის დამატებითი დროის საჭიროება დასახელდა.
ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მოსკოვში ადგილობრივი ბიზნესმენის ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებაშია ეჭვმიტანილი. როგორც რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით "რია ნოვოსტი"'იუწყება, ტარიელ ონიანმა და მისმა რამდენიმე თანამზრახველმა მოსკოველი ბიზნესმენი 2009 წლის 18 მარტს მოიტაცეს.