გლდანში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.ისინი მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში" დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილების აყვანა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მოხდა, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" გუშინ საღამოს მოხდა. რამდენიმე ადამიანს შორის ვაშლის თემაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას ახალგაზრდა მამაკაცის გოგიტა ხოსიტაშვილის სიცოცხლე შეეწირა.
ცივი იარაღით დაჭრილი, დაახლოებით 35 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.