გლდანში მკვლელობა მოხდა. რამდენიმე ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკებას ახალგაზრდა მამაკაცის გოგიტა ხოსიტაშვილის სიცოცხლე შეეწირა.
შემთხვევა მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ ღამით მოხდა.
ცივი იარაღით დაჭრილი, დაახლოებით 35 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.