დღეს 25 მარტს, მოსკოვში, ხამოვნიკის რაიონულ სასამართლოში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სააგენტო ‘'რია ნოვოსტის'' ინფორმაციით, ონიანის სასამართლო პროცესი ხამოვნიკის სასამართლოში 24 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი ერთი დღით მბრალმდებელი მხარის შუამდგომლობით გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზად საქმის მასალების უფრო დეტალურად შესწავლისთვის დამატებითი დროის საჭიროება დასახელდა.
ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მოსკოვში ადგილობრივი ბიზნესმენის ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებაშია ეჭვმიტანილი. როგორც რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ‘'რია ნოვოსტი'' იუწყება, ტარიელ ონიანმა და მისმა რამდენიმე თანამზრახველმა მოსკოველი ბიზნესმენი 2009 წლის 18 მარტს მოიტაცეს.