სამართალდამცველებმა სუბოტექსის შემოტანის ფაქტზე ივერი ზერეკიძე დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა საქართველოში 230 აბი ნარკოტიკული ნივთიერება შემოიტანა. ზერეკიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პარიზიდან ჩამოსვლისას აიყვანეს.
დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო პატიმრობა ემუქრება.