ე.წ. უდოს კომისიაში უმცირესობის კვოტას "ქრისტიან- დემოკრატების" წარმომადგენელი რატი მაისურაძე დაიკავებს. ამის შესახებ განცახდება ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა რატი მაისურაძემ ჟურნალისტებან საუბრისას გააკეთა.
შარშან განხორციელებული ცვლილების შედეგად პატიმრების ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაში საპარალმენტო ოპოზიციას გააჩნია ერთადგილიანი ქვოტა, სადაც სამთვიანი როტაციის წესით ინიშნებიან უმცირესობის წარმომადგენლები.
კომისიაში პირველ წევრი იყო დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც სამთვიანი როტაციის წესით ორჯერ დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ამჯერად კი ლორთქიფანიძეს უკვე რატი მაისურაძე შეცვლის. მის დანიშვნას პარალმენტი კენჭისყრით გადაწყვეტს.