კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსი იოსებ ჩუტკერაშვილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ჩუტკერაშვილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს აღრიცხვაზე აყვანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, სისტემატურად სძალავდა 200 ლარს.
დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.