სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის უვნებლობის სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის დაცვის ეროვნული სამსახურის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს უფროსი გია გოცირიძე და მთავარი სპეციალისტი გივი ბაინდურაშვილი საქონლის ხორცის საკვებად ვარგისიანობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ლაბორატორიული შემოწმების გარეშე ამზადებდნენ, ექიმ-ვეტერინარი ავთანდილ თოდრაძე კი ცრუ დოკუმენტებს გასცემდა.
დანაშაული 9-იდან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.