დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების - ამბროლაურის, ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, ვანის, ზესტაფონის, მარნეულის, სამტრედიის, ჩოხატაურის, წალკისა და ხონის ადგილობრივი არქივის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევა გამოცხადდა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, შერჩევაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, რომელთაც აქვთ არაუმცირეს ერთი წლის შრომის სტაჟი საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, სახელმწიფო ხელისუფლების, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ამ სისტემის დაწესებულებებში.
შერჩევა განხორციელდება გასაუბრების, კომპიუტერზე მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შემოწმების გზით. მონაწილეებს მოეთხოებათ ვაკანსიის შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა.
ცნობისათვის, შერჩევაში მონაწილეობის მსურველებმა 2010 წლის 20 აპრილამდე უნდა წარადგინონ საბუთები _ კანდიდატის განცხადება;'ავტობიოგრაფია; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; დიპლომა, ან შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა. მისამართი: ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატი. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, #1; ტელ.: (995 32) 372801; 374925; 373925; 382846; ფაქსი: 372801 ე-მაილ: info@archives.gov.ge.