სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფულის გამოძალვის მიზნით, მძევლად ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტზე, ქ.თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე დააკავეს 1968 წ.დ ზაზა კაზიმირის ძე აბაშიძე და 1976 წ.დ ირაკლი კვინიკაძე.
ასევე დაკავებულები არიან აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილები: 1973 წ.დ რამაზ მოძღვრიშვილი და 1973 წ.დ გულადი გოგოჭური.
დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-19 და 144-ე მუხლებით. გამოძიებას აწარმოებს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი.