დღეს, 22 მარტს, ფილიპინებში დაკავებული 13 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ განუცხადა.
"ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად ბილეთები უკვე ავიღეთ და ისინი ფილიპინებიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ორშაბათს, 22 მარტის საღამოს უკვე გამოემგზავრებიან", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ტაბატაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების დაყოვნება ტექნიკური მიზეზებით მოხდა, რომლიც ამ დროისთვის უკვე მოგვარებულია.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მეზღვაურებს ფილიპინების მხარემ 15 იანვარს ყველა ბრალდება მოუხსნა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.