ქუთაისში დანგრეული "დიდების მემორიალის" ანალოგი 2010 წელს პოკლონნაია გორაზე აღიმართება. ეს განცხადებას დღეს მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, დღესვე დიდი სამამულო ომის ცენტრალურ მუზეუმში, რომელიც ასევე პოკლონნაია გორაზე მდებარეობს თათბირი გაიმართა, სადაც მემორიალია დადგმის ადგილი განიხილებოდა. თათბირის შედეგად შეირჩა ორი ადგილი სადაც შესაძლოა მემორიალის განთავსება.
ერთი ვარიანტის მიხედვით, მისი დადგმა _ პოკლონნაია გორაზე მდებარე "ხსოვნის ხეივანში" იგეგმება.
"ხსოვნის ხეივანში არის სინაგოგა, არის უკრაინული ძეგლი და წმინდა გიორგის ტაძარი. იქ ასევე განთავსებულია ესპანური ჯვარი, იქნება ბუდისტური ქანდაკებაც, ასევე სომხური ქანდაკებაც. მგონი ეს შესაფერისი ადგილია", _ განაცხადა ლუჟკოვმა.
"ძეგლის აღდგენის სიმბოლო იქნება ასეთი _ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით და მრავალი ვარიანტიდან სწორედ ხსოვნის ეს სიმბოლო შეირჩა", _ განაცხადა ლუჟკოვმა.
მოსკოვის მერის ინფორმაციით, მემორიალის დადგმის ადგილის შერჩევის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც გამარჯვებული ქანდაკება მემორიალის ზუსტ იერსახეს განსაზღვრავს.
იური ლუჟკოვის ინფორმაციით, 6 მაისს იმ ადგილზე სადაც მომავალში მემორიალი დაიდგმება საზეიმო ვითარებაში, სიმბოლურად ქვა ჩაიდება.
"ეს ადგილი იქნება სიმბოლო, რომელიც ყველას გაახსენებს სააკაშვილის მიერ ჩადენილ ბარბაროსულ მოქმედებას", _ აცხადებს იური ლუჟკოვი.
მასალის გამოყენების პირობები